ფარულ ჩანაწერში პარლამენტარების ბიზნესინტერესებზე ან ფარული ჩაწერის ფაქტზე გამოძიება ძალოვან უწყებებს არ დაუწყიათ

04 აპრილი 2019, 00:00 1565 ნახვა

foto: 1tv.ge

ფარულ ჩანაწერში პარლამენტარების ბიზნესინტერესებზე ან ფარული ჩაწერის ფაქტზე გამოძიება ძალოვან უწყებებს ამ ეტაპზე არ დაუწყიათ.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას დაუკავშირდა. 

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მოკველვა არ დაწყებულა ჩანაწერზე, რომელიც გუშინ, 3 აპრილს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გავრცელდა.

აუდიო მასალაში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი დეპუტატი არჩილ ხაბაძე, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრების გიორგი ვოლსკისა და ერეკლე ტრიპოლსკის აჭარაში ბიზნესსაქმიანობაზე საუბრობდა.

სავარაუდოდ აჭარის ყოფილი თავმჯდომარე ამბობდა, რომ მათ ეკუთვნით გონიოში ტირპარკი (სატვირთო-სატრანზიტო ავტომობილების სადგომი). ასევე, ჩანაწერში საუბარია ქობულეთში ბიზნესის ლობირებაზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამ დრომდე აზუსტებენ, დაიწყებს თუ არა საქმეზე უწყება მოკვლევას.

  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი