სასტუმროში დაკვამლიანებაა - შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს /ფოტო/

02 აპრილი 2019, 00:00 4753 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის 10 ნომერში, სასტუმრო ''მგზავრებში'' დაკვამლიანებაა. შენობიდან სტუმრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა მუშაობს. 

შენობასთან იმყოფებიან სამართალდამცველებიც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მემედ აბაშძის N10

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში