სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის ორი მოქალაქე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ისინი უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ და 600 დოლარად ყიდდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების დროს, ავტომანქანის მართვის 6 ცალი ყალბი მოწმობაც ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.