მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას საიუბილეო მარკა გამოუშვა. ეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
''ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე!“ – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ფეისბუკში“.