პრეპარატ „ტამიფლუ“- ს გამოყენებით კლინიკა მედინა”- ში ახალშობილი გადაარჩინეს. ბავშვი ოზურგეთიდან კლინიკაში მწვავე რესპირატორული ნიშნებით მოათავსეს, მკურნალი ექიმის განცხადებით პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე, მისი გადარჩენის შანსი კი პრაქტიკულად მცირე იყო.
ახალშობილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით,შესაძლოა ეს საქართველოში ახალშობილისთვის „ტამიფლუთი'' მკურნალობის პირველი შემთხვევა იყოს.