ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით მან ელექტროტრავმა მიიღო. ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში ჭიათურის „ჯეო ჰოსპიტალში ” გადაიყვანა, სადაც ის დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.