გადადგეს ბათუმის მერი, არა ქიმიურ ტერმინალს! – ამ წუთებში ვარდების სკვერში აქცია იწყება. ორგანიზატორები მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
მათ განცხადებით ქალაქის მერმა, მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ხელი მოაწერა ქიმიური ტერმინალის მშენებლობას. ასევე ბათუმში მოუგვარებელია ნაგავსაყრელის პრობლემაც.