განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული, "მეტადონის" შემცველი 40 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.