მწვანე ქალაქის პროექტის სამოქმედო გეგმა განიხილეს მერიაში გამართულ შეხვედრაზე. ბათუმის მერი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმოქმედ წარმომადგენელს შეხვდა.
რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს გაეროს განვითარების პროგრამის განხორციელება, რომელიც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში საათობრივ პარკირებას, სამ ქუჩაზე კი ავტობუსის ზოლის გამოყოფას გულისხმობს.
პროექტის მიზანი ქალაქის სატრანსპორტო ნაკადისგან გათავისუფლებაა. დღეს ბათუმში პროექტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სადემონსტრაციო ღონისძიებებს კიდევ ერთხელ განიხილავენ.