ფონდ ''კეთილსოფლის'' ანგარიში

28 მარტი 2019, 00:00 1176 ნახვა

„სიკეთის სახლის“ მშენებლობის პროექტის შესახებ ბათუმში გუშინ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.  პროექტის ფარგლებში ფონდი ,,კეთილისოფელი“ ბათუმში, სხალთის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსს  აშენებს.  უკვე დასრულებულია კორპუსის სამი სართულის მშენებლობა.

,,სიკეთის სახლში“ ოცამდე უსახლკარო  ოჯახი შესახლდება, რომელთა ოჯახის ერთი წევრიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.  

შენობაში განთავსებული იქნება ამბულატორია, სახელოსნოები ბენეფიციარების დასასაქმებლად და სარეაბილიტაციო ცენტრები. საღამოზე შესრულდა  მუსიკალური ნომრები და ასევე  აჩვენეს რამდენიმე ვიდეორგოლი  რომელიც „სიკეთის სახლის“ მშენებლობას უკავშირდება. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო რუსუდან ფეტვიშვილის, გია ბუღაძის, ნინო ჩაკვეტაძის, მარიამ ნაცვლიშვილისა და თამაზ ოდიშელიძის ნახატების გამოფენა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი