ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს სამართალდამცავები დაშავდნენ

28 მარტი 2019, 00:00 1291 ნახვა

ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს სამართალდამცავები დაშავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობილი, ახალგაზრდების გაშველებისას ქობულეთის პოლიციის ორ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პირველადი ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს. უწყების ცნობით, მომხდარის გამო ერთი პირია დაკავებული. მეორეზე კი სამძებრო ღონისძიებები  მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში