აჭარაში კვირის ბოლომდე მკვეთრად აცივდება

28 მარტი 2019, 00:00 2132 ნახვა

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, აჭარის მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი. სანაპირო ზოლში იწვიმებს და ჰაერის დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

28 და 29 მარტს ბათუმში ტემპერატურა +7 +9 გრადუსამდე დაიკლებს. მთაში კი კიდევ უფრო დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება. ხულოში +2 +4, შუახევში +5 +7 იქნება. 

30 მარტის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. მთიან და მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს. რის ფონზეც, არ არის გამორიცხული, სასოფლო-სამეურნეო კულტურები დაზიანდეს. ამინდის ცვალებადობის გამო, შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს.
 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი