შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს უცხოელ მრჩევლებსა და ექსპერტებთან. უწყებათაშორის შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელეს. ლევან იზორიამ სტუმრებს ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომელიც დოკუმენტში იქნება ასახული. სამუშაოს ჯგუფს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. სტრატეგიული გეგმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი სამოქმედო დოკუმენტი უნდა გახდეს. იგი სტრატეგიულ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან არსებული თანამშრომლობის მიმართულებებს ასახავს.