27-ე ბაღის რეაბილიტაცია  გეოლოგიური კვლევის გარეშე დაიწყო

25 მარტი 2019, 00:00 1581 ნახვა

ბათუმის მერიამ 6 წლის წინ აშენებული, უკვე ორი წელია კი ავარიული ბაღის შენობის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ქალაქის თვითმმართველობა 800 ათას ლარს სთავაზობს კომპანიას, რომელიც ავარიულ შენობას გაამაგრებს. აღმოჩნდა, რომ  მერიის შესაბამისმა სამსახურმა ტენდერი, ტერიტორიის შესწავლის გარეშე გამოაცხადა.

ირწმუნებიან, რომ არსებობს ძველი დასკვნები, რომლის მიხედვითაც 27-ე ბაღის მიმდებარე ტერიტორია არაა ეროზიული, გამაგრება კი საფრთხეს მოხსნის. სულხან ევგენიძემ დღეს ვერ გვითხრა კონკრეტულად რამ გამოიწვია ახლახან აგებული შენობის დაბზარვა და ნგრევა, ეჭვობს, რომ შესაძლოა მიზეზი იქვე მიმდინარე მშენებლობა გამხდარიყო. ფაქტია ახლა ხელახალი ხარჯის გაღება ისევ მერიას უხდება ქალაქის ბიუჯეტიდან. ცნობისთვის, საბავშვო ბაღიდან მოზარდები 2017 წელს გადაიყვანეს სხვა ბაღის შენობაში, ასე რომ თანხა ყოველთვიურად მოზარდების ტრანსპორტირებისთვისაც იხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი