სოფელ აქუცის მრავალფუნქციული სახლის რეაბილიტაცია ერთ-ერთი საკითხი იყო, რომლის მოგვარებაც მოითხოვა მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, აჭარის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე. შენობის რემონტისთვის 12 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. რეაბილიტაციის დასასრულებლად ჯაბა ფუტკარაძე მათ თანხის დამატებას დაჰპირდა.
შეხვედრაზე სხვა პრობლემებიც დაისვა. მათ შორის: სეტყვით დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი, აქუცის სკოლის ეზოს კეთილმოწყობა, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.