ცხოველთა დამცველების აქცია

20 მარტი 2019, 00:00 1615 ნახვა

აქცია გაიმართა ცოტა ხნის წინ ევროპის მოედანზე შინაური ცხოველების დასაცავად. მონაწილეების ნაწილი ირწმუნება, რომ ბათუმის ნაგავსაყარზე აღმოჩენილი ცხოველების ნაწილი მოკლულია და ეს პროცესი ქალაქში ასე არ უნდა გაგრძელდეს.

ისინი ბათუმის მერიას მიმართავენ და სთხოვენ საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედოს კანონის ფარგლებში, გამოიყენოს ევთანაზიის წესი. ამასთან, აცხადებენ, რომ მკვდარი ცხოველების ღია ცის ქვეშ, ქალაქთან ახლოს განთავსება საფრთხის შემცველია მოსახლეობისთვის და ამისათვის სპეციალური სამარხი უნდა არსებობდეს.

შეკრებილები აქციების გამართვას ისევ აპირებენ. 

 

ამავე კატეგორიაში