აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დასავლეთ საქართველოში გასვლით შეხვედრებს იწყებენ.
იტოსანიტარები და მონიტორინგის ჯგუფის წევრები საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის ფართობებს, საცხოვრებელ შენობებს დაათვალიერებენ და მავნებლის სავარაუდო რაოდენობას განსაზღვრავენ, აპრილიდან კი სპეციალური ფერომონების დამონტაჟება დაიწყება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ზუსტი თარიღი და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი უკვე მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.