სოფელ ხალაში მეციტრუსე ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა. სამინისტროს ქვეპროგრამის ფარგლებში ფერმერებს ციტრუსის მოვლა - მოყვანის და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში გავრცელებულ მავნებელზე, ე.წ შავ-თეთრაზე. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ექსტენციის მნიშვნელობაზე და 2019 წლის პროგრამებზე, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.