ბათუმში ავარიის დროს 14 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც მოპედს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა აბუსერიძისა და გ.აბაშიძის ქუჩების კვეთაში მოხდა. ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს. მედიკოსების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბიჭს ფეხი აქვს მოტეხილი.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.