მოვაჭრეთა ნაწილს ახალ სავაჭრო სივრცეში ადგილი არ შეხვდა 

18 მარტი 2019, 00:00 2628 ნახვა

ძველ ავტოსადგურში რამდენიმე მოვაჭრეს ადგილი არ შეხვდა, ისინი მერიის მიერ შედგენილ სპეციალურ სიაში არ იყვნენ, რის გამოც ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობაც ვერ მიიღეს. 

ფაქტს მოვაჭრეები პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ისინი სავაჭრო დახლებს, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში  ითხოვდნენ. ყვებიან, რომ წერეთლის ქუჩაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ, აღწერის დროს ადგილზე იყვნენ, შესაბამისად მათი მონაცემები ბაზაში უნდა ყოფილიყო. 

''წერეთლის ქუჩაზე ვვაჭრობდით. თავდაპირველად, როცა მერიამ სია შეადგინა ვიყავით, დღეს აღმოჩნდა რომ არ ვართ. მეც აქ მინდა სავაჭრო დახლი, სადაც ყველაა, გაუგებრობას აქვს ადგილი და ალბათ გაარკვევენ'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთმა მოვაჭრემ. 

ბათუმის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, დარჩენილ გარემოვაჭრეებს ადგილებს ავტოსადგურის მეორე სართულზე გადასცემენ. ის თავისუფალი დახლები ჯერ კიდევ არის. 

გარემოვაჭრეები, რომლებსაც ბათუმის ქუჩებში ვაჭრობა 28 იანვარის შემდეგ ეტაპობრივად აეკრძალათ, ძველი ავტოსადგურის მიმდებარედ, სპეციალურად აგებულ სავაჭრო სივრცეში ადგილებს ფარული კენჭისყრით დილიდან ინაწილებენ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი