მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს

17 მარტი 2019, 00:00 1079 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში ხატმებრძოლეობაზე გამარჯვება და ხატთა თაყვანისცემა აღინიშნება. ხატმებრძოლობა მერვე საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა.

ის დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა. ამასთან, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმებრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი