ზენითი - აჭყვისთავის გზა რამდენიმე საათიანი  შეფერხების შემდეგ გაიხსნა

16 მარტი 2019, 00:00 1628 ნახვა

დაახლოებით 11 საათი იყო ჩაკეტილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ალამბარი - ზენითის საავტომობილო გზა. მოძრაობის პარალიზება ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად გამზადებული ხის გადაადგილების შეფერხებამ გამოიწვია. ხე გზის ვიწრო მონაკვეთში არ გაეტია, რის შემდეგაც ადგილზე  გზის გაფართოების სამუშაოები დაიწყეს. მოსახლეობის ინფორმაციით ხის გადატანის პროცესი ღამის პირველი საათიდან დაიწყო და დილის 12 საათამდე გაგრძელდა.

ამ დროის განმავლობაში სოფელს არც ელექტროენერგია მიეწოდებოდა, რაც, სავარაუდოდ, ხის გადატანის გამო ელექტროსადენების მოხსნა ან დაზიანებამ გამოიწვია. სოფელში მცხოვრებთა თქმით, „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ გუშინ, 15 მარტს, წინასწარ მიიღეს შეტყობინება, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ქსელში ავარიული დაზიანების გამო შეწყდებოდა. ინფორმაციას დილიდან „გაზეთი ბათუმელები“- ავრცელებდა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი