საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები, გენდერული სტატისტიკის წარმოება და მონაცემების გამოყენება, გენდერული სტატისტიკის პორტალი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამ საკითხებზე შეხვედრებს მართავს. შეხვედრას აჭარის, გურიისა და სამეგრელო -ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ესწრებიან.
შეხვედრები სამდღიანია და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პროექტის „ ევროკავშირი საქართველოსთვის“ ფარგლებში ტარდება.