3 მაისს თბილისი საერთაშორისო ბიზნეს ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ბიზნეს მედია კონტაქტის დამფუძნებელმა აჭარის რეგიონში მოქმედ ბიზნეს კომპანიებსა და დეველოპერებს გააცნო.
ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო ბაზარზე მოხდება ქართული ბიზნეს კომპანიების პოპულარიზაცია და კონტაქტების გაცვლა. მომზადდება სიუჟეტები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა არხზე გავა. საერთაშორისო ბიზნეს ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება, წელს 27 ქვეყანა მონაწილეობს.