ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძარია. ე.წ კირპიჩების დასახლებაში ცეცხლი ხმელ ბალახს და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულები. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მოსახლოებას საფრთხე არ ემუქრება და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ხანძარი ოჩხამურში გუშინაც იყო. მოქალაქეებს ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო სამსახურის დახმარება დასჭირდათ. გუშინაც ეკალ-ბარდი დაიწვა.
ადგილობრივები გახშირებულ ხანძრებს საგაზაფხულო სამუშაოებს უკავშირებენ.