ბათუმის მერი ამბობს, რომ გმირთა ხეივანში ღია მუზეუმის მოწყობა იგეგმება. თვითმმართველობაში ხეივნის განვითარების ახალ კონცეფციაზე მუშაობას მალე დაიწყებენ. მანამდე კი ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებს ამის შესახებ არაოფიციალურად უთხრა.
''არაოფიციალური ინფორმაციით გეტყვით, რომ სულ მალე დავიწყებთ მუშაობას. გვინდა გმირთა ხეივანის ახალი კონცეფცია შევიმუშაოთ და ეს ხეივანი გავხადოთ არა ცალკეული მემორიალების ნაკრებ ადგილად, არამედ იყოს სერიოზულ პარკი. ეს არის საკმაოდ ამბიციური პროექტი'' - ამბობს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.
ბაგრატიონისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის, გმირთა ხეივანი დაახლოებით 7 წლის წინ გაკეთდა.
ხეივანში საზოგადო მოღვაწეების მემორიალური დაფებია განთავსებული.