ბათუმს კი აგვისტოს ომში დაღუპულთა უკვდავსაყოფად არქიტექტურული ნაგებობა 8 წლის შემდეგაც არ აქვს. ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება, საკითხით დაინტერესების მიუხედავად, თითქმის იდენტურ მიზეზებს ასახელებს - ჩაშლილი კონკურსები და არშემდგარი ტენდერები. სკვერში მხოლოდ ქვა რჩება, დაპირების შემცველი შინაარსის წარწერით.