შსს-ს ინფორმაციით, ''საქართველოს ბანკზე'' ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნილია

12 მარტი 2019, 00:00 1536 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ბანკზე“ 4 დღის წინ  მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა. ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია  წარსულში ნასამართლევი  ორი პირი.  დანაშაულში მონაწილე მესამე დაკავების მიზნით კი  სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით,    შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა. ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი