სარფში თვითდასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ამბობენ, ყოველდღიურად საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხელჩანთები გადააქვთ, თუმცა, თურქულ მხარეს მუშაობაში ხელს ადგილობრივები უშლიან და საქართველოში ტვირთის გადმოტანის უფლებას არ აძლევენ.
ისინი მიმართავენ ხელისუფლებას - შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა სხვა ქვეყანაში, რთულ პირობებში მუშაობა არ მოუხდეთ. აჭარის მთავრობას მოუწოდებენ უშუამდგომლონ თურქეთის საკონსულოსთან, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.