ქობულეთში პოლიციამ საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტები გახსნა. ფაქტებზე, 1983 და 1992 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა 2 მარტს ქობულეთში საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა. ის მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე დაკავებულს კი ბრალად სოფელ ლეღვაში ორი სახლის ქურდობა ედება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.