ტენდერი დაბა შუახევის კეთილმოწყობისთვის

10 მარტი 2019, 00:00 1603 ნახვა

დაბა შუახევის კეთილმოწყობისთვის 200 ათასამდე ლარის ტენდერი გამოცხადდა. პროექტი ითვალისწინებს  მგზავრთა ადაპტირებული მოსაცდელის აშენებას, ტროტუარების და ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის გასწვრივ საყრდენი კედლის მოწყობას. ამსთან, რეკრეაციული ზონის კეთილმოწყობაცაა გათვალისწინებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამოიყოფა ტერიტორია პარკინგისთვის. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დასრულებული სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა ჩააბაროს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი