ბათუმში 2 თვეში 1 მილიონ 300 ათასი ყვავილის შემოტანა იგეგმება , 28 სახეობის მცენარის თესლის შესაძენად 100 000 ლარია გამოყოფილი. ყვავილების ჩითილებს გამწვანების სამსახურის სასათბურე მეურნეობაში გამოიყვანენ, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განაწილდება.
პირველად გამოცხადებული ასი ათას ლარიანი ტენდერი არ შედგა, რის გამოც ელექტრონული ტენდერი ხელახლა უნდა გამოცხადდეს. გამწვანების სამსახურის უფროსის თქმით მიმდინარე სეზონზე ცენტრალურ პარკში საკურას ხეებით სიყვარულის ხეივანიც უნდა გაშენდეს. ბოლო 3 თვის განმავლობაში ბათუმში 4000 -ზე მეტი ხე -მცენარე დარგეს.