პრემიერი: ''წელს განათლების სექტორზე 1,6 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული''

08 მარტი 2019, 00:00 1118 ნახვა

2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე მთავრობა დაახლოებით მილიარდ 600 მლნ ლარს გაითვალისწინებს, 2020 წელს კი ეს თანხა ის 2 მილიარდი 2021 წელს - ორ მილიარდ ნახევარი,  2022 წელს კი 3 მლრდ 400 მლნ ლარს გაუტოლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წელს მთავრობამ გადმოიბარა განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მილიონი ლარს არ აღწევდა. მისი თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული საგანმანათლებლო რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ განათლების ხელმისაწვდომობა  იყოს უზრუნველყოფილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი