''საზოგადოება უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ამით არ ვაყენებთ გამოუსწორებელ ზიანს ბუნებას'' - მაჭახელაში ჰესის მშენებლობაზე პრემიერი

08 მარტი 2019, 00:00 2728 ნახვა

მაჭახელის ხეობაში „მაჭახელა ჰესის“ მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ, ისინი ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად პრემიერ მინისტრზე მიმართვასაც გეგმავენ.

მოქალაქეები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ და ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ წერილს ამზადებენ, რომელსაც უკვე 3 500-მდე ხელმომწერი ჰყავს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს პრემიერ მინისტრს მაჭახელაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით და იცნობს თუ არა საკითხს.

მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ კონკრეტულ პროექტზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ჰესები მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. 

"ნებისმიერი ეკონომიკისთვის განსაკუთრებით კრიტიკული არის ორი დარგი - ტრანსპორტი და ენერგეტიკა. თუ ეს ორი დარგი არ უსწრებს ეკონომიკის განვითარებას ის ხდება მისთვის ძალიან ტვირთი და ხშირ შემთვევაში ვიწრო ყელი. საქართველოში გვჭირდება ენერგეტიკაში ახალი დადგმული სიმძლავრეები, ეს არის კონკრეტული მოცემულობა. და ბუნებრივია, საქართველომ განახლებად ენერგიაზე უნდა გააკეთოს აქცენტი და იმ ჰიდრო რესურსზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი დიდი უპირატესობა და დიდი სიმდიდრე, ერთის მხრივ.

თუმცა, მეორეს მხრივ, ბუნებრივია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ობიექტებზე, რომელსაც შეიძლება გარკვეული შედეგი იქონიოს ადგილობრივ ბუნებასა და ეკოსისტემაზე, ეს არის მგრძნობიარე საკითხი, ამავე დროს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია და მოსაზრებები. 

ცალკე აღებულ პროექტზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, თუმცა პოზიცია არის ასეთი. გვჭირდება ჰესები, თუმცა უნდა იყოს ამავდროულად მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული და ზოგადად ფართო საზოგადოება უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ამით არ ვაყენებთ გამოუსწორებელ ზიანს ბუნებას" - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

მაჭახლის ხეობაში დაცული ტერიტორია "მაჭახელას ეროვნული პარკი" მდებარეობს, გარდა ამისა ხელისუფლება ტერიტორიაზე ეთნო სოფლის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.   

სილქროუდჯგუფის“ შვილობილი კომპანია ხეობაში გვირაბული ტიპის ჰესის მშენებლობას გეგმავს, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ. ​

მაჭახლის ხეობის მკვიდრები პრემიერ- მინისტრისთვის ოფიციალური მიმართვას ამზადებენ. მათი მოთხოვნა იმ მემორანდუმის გაუქმებაა, რომლის საფუძველზეც ხეობაში გვირაბული ტიპის ჰესის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი