თაბუკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება

07 მარტი 2019, 00:00 1110 ნახვა

თაბუკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები  სრულდება. მოეწყო სანიაღვრე არხი, ბორდიურები და ტროტუარებზე დაიგო ფილები. ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარი იგება.

პროექტის ფარგლებში ჯამში 11 ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა უნდა განხორციელდეს. მათგან 5 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. სამუშაოებისთვის  5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი