ბათუმის მერიის ინფორმაციით, 12 მარტიდან ტბელ აბუსერიძის ქუჩის მარჯვენა ზოლი ჩაიკეტება და სატრანსპორტო მოძრაობა სამი თვის განმავლობაში აიკრძალება.
მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც ლორიასა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს.
''ხორციელდება წყალარინების კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც 1200მმ-იანი თვითდენითი კოლექტორის მოწყობა 8 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება'' - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამუშაოების დასრულებამდე სატრანსპორტო საშუალებები აბუსერიძის ქუჩის მეორე ზოლში, ორმხრივად იმოძრავებენ.