თვითნებური ავტოსადგურებია კვლავ მოწყობილი ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში

05 მარტი 2019, 00:00 2364 ნახვა

თვითნებური ავტოსადგურებია კვლავ მოწყობილი ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში - სოფო შავაძე არკვევდა რატომ ვერ კონტროლდება ამ დრომდე საქალაქათშორისო, ან შიდა ტრანსპორტის მოძრაობა. ცნობისთვის საკითხის დარეგულირებას თავად მძღოლებიც ითხოვენ, ამბობენ რომ უკონტროლობის გამო ხშირად თავადაც ზარალდებიან. მერია მძღოლებს ახალ ავტოსადგურში სთავაზობს გადასვლას, რასაც ამ ეტაპზე ისინი მანძილის გამო არ თანხმდებიან.

ცნობისთვის „მწვანე ქალაქების“ პროექტის ფარგლებში რეგიონული გადაზიდვებისთვის სქემაა მომზადებული, ასე რომ სავარაუდოდ საკითხის საბოლოოდ მოგვარება გრძელვადიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი იქნება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი