ბათუმის 4 ქუჩის აბონენეტებს წყლის მიწოდება ღამის განმავლობაში შეეზღუდებათ

05 მარტი 2019, 00:00 1843 ნახვა

ბათუმში ახალი კორპუსების დაერთების გამო, რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება ღამის განმავლობაში შეუწყდება.  "ბათუმში, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მშენებარე კორპუსის დაერეთების და ტექნიკური სამუშაოების შესრულების გამო 10 საათის განმავლობაში წყლის მიწოდება აბონენტების ნაწილს შეუწყდებათ" წერია  "ბათუმის წყლის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეზღუდვა დღეს, 5 მარტს 23:00 საათზე ამოქმედდება და დილის 09:00 საათზე ჩაირთვება.

წყლის მიწოდება შეუწდებათ

ხახუტაიშვილის ქუჩის აბონენტებს;  

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის აბონენტებს: N9-დან, N15-ის ჩათვლით მონაკვეთში;

ინასარიძის ქუჩის აბონენტებს: N2-დან, N10-ის ჩათვლით მონაკვეთში;

ფიროსმანის ქუჩის აბონენტებს: N14გ-დან, N22-ის ჩათვლით მონაკვეთში;

შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა აბონენეტებს. მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება კომპანიის ცხელი ხაზზე შეუძლიათ, ნომერზე: (0422) 242222, ან 1152

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი