7 მარტამდე უნალექო და მზიანი ამინდი იქნება

04 მარტი 2019, 00:00 3491 ნახვა

მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში +13, +16 გრადუსი იქნება.

უახლოეს დღეებში, ამინდს​ ანტიციკლონური მდგომარეობა განსაზღვრავს, რომელიც მზიან და უნალექო ამინდს განაპირობებს.

მზიანი დღეა მოსალოდნელი აჭარაში, სანაპირო კურორტებზე, ხვალ +15, +17,  ექვს მარტს კი,  +17, +19 გრადუსამდე დათბება.

მაღალმთიან აჭარაში ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი მოიმატებს. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში