პატრიარქმა მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა

03 მარტი 2019, 00:00 1430 ნახვა

წირვის შემდეგ ტრადიციული საკვირაო ქადაგებით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს. ილია მეორემ დღეს მატეს სახარებიდან იმ მონაკვეთზე ისაუბრა სადაც მეორედ მოსვლაა აღწერილი.  დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხორციელის კვირას აღნიშნავს, რომელსაც საშინელი სამსჯავროს კვირა ეწოდება. ამით ეკლესია დიდი მარხვისათვის ემზადება.

დღეს ასევე ხორცის აკრეფა მოხდა, რომლის შემდეგაც მარხვის დაწყების მსურველებს ხორცის მიღება აღარ შეეძლებათ. საეკლესიო კალენდრით ხვალიდან ყველიერის კვირა იწყება, როცა მორწმუნეებს ხორცის გარდა ყველა პროდუქტის მიღება შეეძლებათ. დიდმარხვა წელს 11 მარტიდან დაიწყება და 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ამავე კატეგორიაში