ექიმების ინფორმაციით დაჭრილების სიცოცხლეს, საფრთხე არ ემუქრება. ორივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება, მათ წუხელ ოპერაცია ჩაუტარდათ.
გუშინ საღამოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ორი ადამიანი – ქალი და კაცი ცივი იარაღით მუცლისა და ბარძაყის არეში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოსთან დაპირისპირება ორი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა.