თბილისიდან ბათუმში მომავალი მატარებელი, ამ დრომდე ქობულეთშია გაჩერებული. ჩქაროსნული მატარებელი რკინიგზის სადგურში 12 საათსა და 35 წუთზე უნდა შესულიყო. როგორც საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზზე
განმარტეს, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და შეფერხება უამინდობას უკავშირდება.
მატარებელი უკვე დატოვა მგზავრთა ნაწილმა, მათი ინფორმაციით, შეფერხება დაზიანებულმა ელექტროსადენმა გამოიწვია. „ენერგო-პრო ჯორჯია"-ში კი გვითხრეს, რომ ქობულეთის აბონენტთა ნაწილს შუქი ავარიული გათიშვის გამო არ მიეწოდებოდა, დაზიანება ქვესადგურში მოხდა, თუმცა ენერგომომარაგება მალევე აღდგა.
ფოტო: თემო სალუქვაძე