დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხორციელის კვირას აღნიშნავს

03 მარტი 2019, 00:00 1070 ნახვა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხორციელის კვირას აღნიშნავს, რომელსაც საშინელი სამსჯავროს კვირა ეწოდება. ტაძრებში ღვთისმსახურებისას სახარებიდან სწორედ ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი საშინელი სამსჯავროს შესახებ საუბრობს. ამით ეკლესია დიდი მარხვისათვის ემზადება. დღეს ასევე ხორცის აკრეფა მოხდება, რომლის შემდეგაც მარხვის დაწყების მსურველებს ხორცის მიღება აღარ შეეძლებათ.

საეკლესიო კალენდრით ორშაბათიდან ყველიერის კვირა იწყება, როცა მორწმუნეებს ხორცის გარდა ყველა პროდუქტის მიღება შეეძლებათ. დიდმარხვა წელს 11 მარტიდან დაიწყება და 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ამავე კატეგორიაში