გოგირდის წყლების აბანოები მახინჯაურში ფუნქციონირებს, თუმცა მეპატრონემ - ეკონომიკის სამინისტრომ, არაფერი იცის. უწყებაში დღეს ჩვენი გადამღბი ჯგუფისგან გაიგეს, რომ ობიექტს მათი ნებართვის გარეშე ამუშავებენ. მოკვლევა უკვე დაწყებულია. ვინ გახსნა ყაზახი ინვესტორებისგან დაბრუნებული დაწესებულება და სად ინახებოდა გასაღები? - მთავრობა გაარკვევს. დღეს კი ადგილზე მისულ ჩვენს კორესპონდენტს პერსონალიც დახვდა და ტურისტებიც, რომლებიც სერვისით სარგებლობენ და მომსახურების საფასურსაც იხდიან.