მეწყრით დაზარალებული ოჯახი დახმარების მოლოდინში

01 მარტი 2019, 00:00 1379 ნახვა

მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახი სახლში არყოფნის გამო სოციალური დახმარების გარეშე დარჩა. კვირიკეში მცხოვრები ღაღაიშვილების მდგომარეობა სააგენტომ დღეს კიდევ ერთხელ შეისწავლა, შედეგი 1 თვეში გახდება ცნობილი.

ფინანსური დახმარების გარდა ოჯახისთვის პრობლემაა საცხოვრისი. სახლი სახიფათო ტერიტორიაზეა განთავსებული - ოჯახს არ აქვს ადგილმონაცვლეობისთვის ფული, ისინი დახმარებას მთავრობას სთხოვენ. საკითხის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი მერია. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში