სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა დღეიდან. რეგულაციის მიხედვით, გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი, რაც განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის მქონე მომხმარებელს სწორი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.
განსაზღვრულია ეტიკეტზე დასატანი შრიფტის ზომა და ფორმა, თუმცა უცნობია კონკრეტული დეტალები რა შემთხვევაში დააჯარიმებენ მეწარმეებს და რა შემთხვევაში არ გავრცელდება სანქციის მკაცრი ფორმა. ის რაც ცნობილია შემდეგია - ბიზნესსექტორთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გარდამავალ პერიოდად ჩაითვლება დახლებზე გატანილი პროდუქციის ვადის ამოწურვა, რათა კომპანიებმა შეძლონ უკვე წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია.