ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ ერთი პრობლემა საქართველოში სელექციურ აბორტს უკავშირდება. საუბარია განაჩენზე, რომელიც მშობელს ბავშვის დაბადებამდე გამოაქვს - მიზეზი კი სქესია. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოსთვის წლებია პრობლემაა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც შესაძლებელი გახდა სქესის დადგენა.
სწორედ 1990 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ქვეყანას 30 000-ზე მეტი გოგო არ მოევლინა. რა ნაბიჯებს დგამს ქვეყნის მთავრობა ვითარების შესაცვლელად და რა სახელდება გამოსავლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზად?