ჰაერის დაბინძურების შედეგად საქართველოში 11 000 ადამიანია დაღუპული

27 თებერვალი 2019, 00:00 1653 ნახვა

მკვლელი ჰაერი და საგანგაშო სტატისტიკა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყოველწლიურად 11 ათასი ადამიანის სიკვდილი საქართველოში პირდაპირ კავშირშია ჰაერთან. ის რომ საქართველოს კანონმდებლობა ჰაერის დაბინძურების კუთხით გამოწვევებს ვერ პასუხობს, ამის შესახებ გუშინ ანგარიში სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა.

ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. ეკოლოგიური პრობლემების ჩამონათვალში სწორედ დაბინძურებულ ჰაერს ასახელებს პირველ ადგილზე მოსახლეობის დიდი ნაწილიც. მოკლედ, მომაკვდინებელი ჰაერის შესახებ ვიცით ჩვენ, იციან ხელისუფლებაში - ახლა მთავარი ევროსტანდარტებთან სრული დაახლოება და რეკომენდაციების გათვალისწინებაა. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი