მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, უფრო ინტენსიურად მოხდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რომლის გავლენითაც, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთასა და მაღალმთაში თოვლის სახით, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
აჭარაში, სანაპირო კურორტებზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა, +4, +6 გრადუსი იქნება.
პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვლი, ხულოსა და შუახევში მაქსიმალური ტემპერატურა +1, +3 გრადუსს არ გადააჭარბებს.
5 მარტიდან ნალექიან და ცივ ამინდს მზიანი და თბილი ამინდი ჩაანაცვლებს.