კომპანია '''მეტროში'' ამბობენ, რომ სამორინეს 180 თანამშრომელს ხელფასს დღეს დაუფარავენ

22 თებერვალი 2019, 00:00 1895 ნახვა

კომპანი "მეტრო" სასტუმრო "ინტურისტ პალასში" განთავსებულ "ლიბერთი კაზინო"-ს თანამშრომლებს დავალიანებას დღეს დაუფარავს - ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს -  "ანაზღაურება დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაერიცხებათ". 

კომპანია მეტროში აცხადებენ, რომ დახურული სამორინე  "ლიბერთ კაზინო" მათი  მოიჯარე იყო და ფინანსური ვალდებულებები კომპანია "მეტროს"  180 თანამშრომელთან არ აქვს, რომელიც თვეებია ანაზღაურებას ელოდება. 

"დავალიანებასთან დაკავშირებულმა დავამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, რაც უარყოფითად აისახა მეტრო ჰოლდინგის იმიჯზე. განვმარტავთ, რომ მეტრო ჰოლდინგს იჯარით ჰქონდა გაცემული სასტუმროში არსებული ფართი და არ გააჩნდა არანაირი ვალდებულება აღნიშნული პერსონალის წინაშე, სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით. რადგან, არსებული პრობლემა კიდევ გადაუჭრელია და დროში გაიწელა, გვინდა გაცნობოთ, რომ ჰოლდინგის დამფუძნებლის და თავმჯდომარის გალიფ ოზთურქის კეთილი ნებით, ხვალ 22 თებერვალს მეტრო ჰოლდინგის მიერ აღნიშნული დავალიანებები სრულად დაიფარება" - წერია განცხადებაში.

კომპანია "მეტრომ" ხელფასების დაფარვის შესახებ ინფორმაცია 16 იანვარსაც გაავრცელა, თუმცა დავალიანება არ დაიფარა. კაზინოს ყოფილმა თანამშრომლებმა კი დაპირებული ანაზღაურება მოითხოვეს და  ''მეტროს'' სასტუმროს წინ ხმაურიანი აქცია გამართეს

2019 წლის იანვრში, "ლიბერთი კაზინო" ისე დაიხურა, რომ თანამშრომლები ფაქტის წინაშე დადგნენ. კაზინოს დახურვის შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებს წინასწარ არ მიაწოდეს, სამი თვის ხელფასი კი, თანამშრომლების ინფორმაციით, არ დაფარეს. 

 

ამავე კატეგორიაში